გვერდი ცარიელია
ხელშეკრულება "Startrip.ge"-ის მომსახურების გამოყენების შესახებ.
1. ზოგადი დებულებები
1.1. შპს „სთართრიფ“ (შემდგომში– «კომპანია»), სთავაზობს ინტერნეტის მომხმარებელს (შემდგომში – «მომხმარებელი») გამოიყენოს სერვისი ხელმისაწვდომი მითითებულ საიტზე Startrip.ge (შემდგომში –«საიტი») დამატებითი აღწერილობა მომსახურების (შემდგომში – «სერვისი») პირობების შესახებ მოცემულია აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 ნაწილში. აღნიშნული ხელშეკრულება შედის ძალაში და ხდება იურიდიულად სავალდებულოა კომპანიასა და მომხმარებლისთვის (შემდგომში-«მხარე»), მომხმარებლის მიერ სერვისის პირველად გამოყენების მომენტიდან.
1.2. სერვისის გამოყენებისთანავე მომხმარებელი სრულად ეთანხმება ზემო აღნიშნული ხელშეკრულების გამოყენების პირობებს, ყოველგვარი დათქმებისა და გამონაკლისების გარეშე. მომხმარებლის მხრიდან აღნიშნული ხელშეკრულების რომელიმე პუნქტთან უთანხმოების შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ ისარგებლებს აღნიშნული სერვისით. .
1.3. კომპანია იტოვებს უფლებას თავის შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილებები აღნიშნულ ხელშეკრულებაში, ნებისმიერ დროს ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე. ხელშეკრულების ახალი ვერსია ძალაში შევა მისი საიტზე განთავსებისთანავე. სერვისის გამოყენების გაგრძელებისას, მომხმარებელი თანახმაა შეასრულოს შეთანხმების მიმდინარე ვერსიის პირობები. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ხელშეკრულების მიმდინარე ვერსიისპირობებს, ის ვერ გამოიყენებს სერვისს..
2. მომსახურების აღწერა
2.1. სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოიძიოს კერძო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლები პარტნიორ ორგანიზაციათა გამოყენებით (შემდგომში– «გადამზიდი»), რომლებთანაც კომპანიას თავის მხრივ აქვს ცალკე გაფორმებული ხელშეკრულება.
2.2. მომხმარებელი ეთანხმება, შემდეგს: ა) მომხმარებლის მიერ ტრანსპორტირების მომსახურების გამოყენების შესაძლებლობა, არ წარმოაჩენს კომპანიას როგორც სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელს ან სატრანსპორტო გადამზიდს. მას შემდეგ რაც მომხმარებელი იპოვის გადამზიდს და ეთანხმება მის პირობებს, მარშრუტის (შემდგომში – «ტრანსფერი») და ფასის (შემდგომში – «ტრანსფერის ფასი») ჩათვლით, მომხმარებელი დებს ხელშეკრულებას არა კომპანიასთან, არამედ თავად გადამზიდთან. (ბ) ხელშეკრულებაში მითითებული მომსახურეობის ხასიათის გათვალისწინებით, კომპანიის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მომხმარებელსა და გადამზიდს შორის ინფორმაციული უწყვეტობით. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ინფორმაციის სანდოობაზე, ისევე როგორც გადამზიდის ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც დადებულია გადამზიდსა და მომხმარებელს შორის. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას სერვისის გამოყენებისას მიღებული რაიმე დანაკარგის, დაზიანების ან ზიანის შემთხვევაში. მომხმარებელსა და კომპანიასშორის ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ამხელშეკრულების პირობებით. არაფერი არ უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებობს ან მომავალში იარსებებს რაიმე სახის სხვა ხელშეკრულება, რომელიც ერთ, მეორე ან ორივე მხარეს ავალდებულებს კონკრეტული პირობების დაცვას.
3. ანგარიშსწორება
3.1. მომხმარებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების პოვნის და გადამზიდთან გადაზიდვის ხელშეკრულების დადების შემდგომ, როგორც ეს მითითებულია აღნიშნულ ხელშეკრულებაში, მომხმარებელი ახორციელებს ტრანსფერის საფასურის სრულ გადახდას, იმ ხელშეკრულების პუნქტების დაცვით, რომელიც დადებულია გადამზიდსა და კომპანიას შორის.
3.2. მომხმარებელი ვალდებულია სრულად დაფაროს მომსახურების თანხა. აღნიშნული თანხა უნდა იქნას გადახდილი მგზავრობის დასრულებისთანავე (ნაღდი ანგარიშსწორებით).
4. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
4.1. კანონით დადგენილ ფარგლებში, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის ან სხვისი ზიანის შემთხვევაში, ან რაიმე დანაკარგის არსებობის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია ა) ნებისმიერი უზუსტობით, შეუსაბამობით ან მომხმარებლისთვის დაგვიანებით მიწოდებული ინფორმაციით; ბ) ნებისმიერი არასტაბილურობის ან პროგრამული გაუმართაობის გამო;
4.2. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი ირიბი, შემთხვევითი, განსაკუთრებული ზიანის შემთხვევაში, დაკარგული მოგების, ქონების, დაკარგული მონაცემების, ფიზიკური დაზიანებების ან ქონების დაზიანების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია სერვისის მიწოდების დროს ან სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნული ხელშეკრულებით, ან მისი რომელიმე პუნქტით, მაშინაც კი, თუკი კომპანიას გააჩნდა ინფორმაცია ამგვარი ზიანის არსებობის შესაძლებლობის შესახებ.
4.3. კომპანია არ აგებს პასუხს მომხმარებელთა მიერ გამოწვეული ნებისმიერი ზიანის, ზარალის ან მომსახურების გამოყენების შეუძლებლობის გამო.
4.4. კომპანიის ზოგადი პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების შესახებ განისაზღვრება შემდეგით: ასანაზღაურებელმა თანხამ არავითარ შემხთვევაში არ უნდა გადააჭარბოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანსფერის ღირებულებას.
5. ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტა
5.1. ეს შეთანხმება ძალაში შედის პუნქტ 1.1-ში მითითებულ დროს და ძალაში რჩება მანამ, სანამ არ შეწყდება მე-5 პუნქტის შესაბამისად.
5.2. ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, კომპანიას შეუძლია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მიზეზით დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეთანხმება, მომხმარებელსა და მას შორის, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების ან მიზეზის მითითების გარეშე.
6. დავის გადაწყვეტა
ეს შეთანხმება რეგულირდება და უნდა იქნას განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თუკი არსებობს მხარეებს შორის დავის საგანი, ამ შეთანხმებასთან ან მის განხილვის თემასთან დაკავშირებით, დავის განხილვა ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
გვერდი ცარიელია