ჩვენ შესახებ

კომპანია „StarTrip.ge“წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას რომლის მეშვეობითაც ინტერნეტ მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა მოიძიოს კერძო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელი „გადამზიდი“, გააფორმოს მასთან შეკვეთა და ისარგებლოს მისი მომსახურებით. კომპანიას თავის მხრივ აკონტროლებს შეკვეთის დეტალებს, მომსახურების ხარისხსა და პირობებს.

 დაგეგმე ეკსკურსია - ტრანსფერი

საიტის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა საკუთარი სურვილის მიხედვით დაგეგმოს მოგზაურობა (ეკსკურია, ტრანსფერი) საქართველოს მასშტაბით. თქვენ ირჩევთ ლოკაციას „საიდან“ და მიმართულებას „სად“, (აგრეთვე შეგიძლიათ დაამატოთ მიმართულებები) უთითებთ თარიღს და დღეების რაოდენობას, შემდეგ ირჩევთ სასურველ სატრანსპორტო საშუალებას, ფასის, ავტომობილის პარამეტრებისა და მძღოლის უნარჩვევების მიხედვით, აგრეთვე შეგიძლიათ აირჩიოთ გიდი მძღოლების მომსახურება (გაითვალიწინეთ მძღოლები არიან მოყვარული გიდები და არა პროფესიონალები) მძღოლის სასაუბრო ენა ავტომობილის კატეგორია და სხვა მრავალი ფუნქცია. და ჯავშნით ავტომობილს.

დაჯავშნის შემდეგ თქვენს მეილზე მოგივათ ბმული სადაც შეგეძლებათ დაადასტუროთ ან გააუქმოთ შეკვეთა. აგრეთვე მოცემული იქნება დეტალური ინფორმაცია მძღოლისა და ტრანსფერის შესახებ. ჯავშანი სასურველია განხორციელდეს მინიმუმ 12 საათით ადრე მგზავრობის დაწყებამდე. აუცილებელია სწორად შეავსოთ თქვენი მონაცემები (მეილი, ტელეფონი, მისამართი დრო და სხვა) რათა მძღოლს ჰქონდეს შესაძლებლობა რომ დაგიკავშირდეთ და დააზუსტოს დეტალები.

ანგარიშსწორება ხდება უშუალოდ მძღოლთან ნაღდი ანგარიშსწორებით ტრანსფერის დასრულების შემდეგ. საიტზე მითითებული თანხა საბოლოოა და არ იცვლება. ფასი მოიცავს მგზავრობის სრულ ღირებულებას და არა ერთი მგზავრის საფასურს.

აგრეთვე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაჯავშნოთ გამზადებული ეკსკურსიები და იმოგზუროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, (იხ. ექსკურსიები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ექსკურსიის მიმართულება, მანძილი, დრო და ფასი). თუ თქვენ გადამზიდავს ჯავშნით რამდენიმე დღით, მგზავრობის საფასურში გათვალისწინებულია მძღოლის ყველა ხარჯი (საწვავი, კვება, სასტუმრო და ა.შ.) და იხდით მხოლოდ ტარიფში მთითებულ თანხას. თუ მოგზაურობის დროს თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი გზად მოინახულოთ ისეთი ადგილები, რომლებიც არ გაქვთ მითითებული შეკვეთაში, ასეთ შემთხვევაში შეათანხმებთ მძღოლთან და თქვენთვის მისაღები პირობების შემდეგ განაგრძობთ მოგზაურობას.უკან დაბრუნება იმავე დღეს უფასოა.

თუ თქვენს მიერ დაგეგმილი ლოკაციების რაოდენობა დროში აჭარბებს ერთ დღეს პროგრამა ავტომატურად გადაერთვება ორ ან მეტ დღეების რაოდენობაზე, რის შედეგადაც შეიცვლება მგზავრობის საფასური. (თქვენ შეგეძლებათ მოაკლოთ ან დაამატოთ ლოკაციები და დღეები გადაიყვანოთ თქვენთვის სასურველ რაოდენობაზე).

მოგზაურობის დროს მძღოლი თქვენი სურვილისამებრ გაგიჩერებთ ნებისმიერ ადგილას, რათა დატკბეთ ულამაზესი ხედებით, გადაიღოთ ფოტოები, დააგემოვნოთ ნაციონალური კერძები და ისიამოვნოთ ქართული სტუმართმოყვარეობით.

ექსკურსიის დასრულების შემდეგ თქვენს ელ. ფოსტაზე მოგივათ ბმული, სადაც მოგეცემათ შესაძლებლობა დაუწეროთ კომენტარი მძღოლს, შეაფასოთ და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები მოგზაურობის შესახებ.

ჩვენი მიზანია შეგიქმნათ მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება მინიმალურ ფასად.

გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას.

P.S. თუ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვები შეგიძლიათ შებრძანდეთ "კონტაქტში", სადაც მითითებულია ჩვენი მეილი და ტელეფონი. ჩვენი წარმომადგენელი სიამოვნებით უპასუხებს თქვენს შეკითხვებს.